თბილისის N118 საჯარო სკოლაში სასწავლო სეზონი შთამბეჭდავი ღონისძიებით გაიხსნა
19-09-2022

თბილისის N118 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაიწყეს. მოსწავლეები სწავლის დაწყების პირველ დღეს სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი აქტივობებით წარდგნენ.

მოსწავლეებმა წარადგინეს სპორტული ნომრები და სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული ცეკვა, რომელმაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაახალისა და მოტივაცია აუმაღლა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები მონატრებულ პედაგოგებს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სკოლაში სასწავლო წელი განახლებული ენერგიითა და მეტი მოტივაციით დაიწყო.

სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, რაზეც პირველი დღის შთამბეჭდავი ღონისძიებაც მეტყველებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203