ქვემო მახოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
19-09-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა განწყობაზე. პედაგოგმა გიული გაბიტაძემ ყველაზე პატარებს საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა. 

„გილოცავთ მოსწავლეობას!!

მე თქვენ მიყვარხართ!

მე თქვენ გელოდით!

მე მჯერა თქვენი!“,- სიყვარულით მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს. 

გიული გაბიტაძე მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს და ამ მიზნით მოსწავლეებს მრავალფეროვან და სახალისო საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203