გლოლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ღონისძიებით განახლდა
19-09-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

სასწავლო პროცესი სკოლაში სახელმწიფო დროშის აწევითა და საქართველოს ჰიმნის მოსმენით განახლდა.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წელს ორი პირველკლასელი მიიღეს, რომელთაც განსაკუთრებულად შეხვდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203