გაუწყინარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
19-09-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. 

სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ამაღლებული განწყობითა და დიდი შემართებით დაიწყეს. 

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. გაუწყინარის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვერნტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203