შუაგორას საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
19-09-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ და სასწავლო პროცესი განახლებული ენერგიით დაიწყეს.
სკოლის ეზოში შეკრებილ სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, ტარიელ ბარამიძემ სწავლის დაწყება მიულოცა და თითოეულ მათგანს ნაყოფიერი წელი უსურვა. დირექტორის მიმართვამ საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა და მოსწავლეებს მოტივაცია მისცა.
მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახები დაახვედრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს