ჯვარას საჯარო სკოლის მოსწავლეება სასწავლო პროცესი დიდი ენთუზიაზმითა და საზეიმო განწყობით განაახლეს
19-09-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სასწავლო პროცესი კი განახლებული ენთუზიაზმითა და ენერგიით დაიწყეს.

ერთად შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ ერთმანეთს სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგებმა ლამაზად გაფორმებული სკოლა დაახვედრეს, რამაც საზეიმო განწყობა უფრო აამაღლა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203