გუმათის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
19-09-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიტყვებით აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და პირველკლასელებს ცოდნის სამყაროში გზა დაულოცეს.

დირექტორმა, ელისო დანგაძემ პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში ბუკები გადასცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

ღონისძიების ბოლოს გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, დაირეკა ცოდნის მაუწყებელი ზარი და მოსწავლეები ხალისით დაუბრუნდნენ თავიანთ საკლასო ოთახებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203