მოლითის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
19-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

საკლასო ოთახებში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო გარემო ლამაზად გაფორმებული დახვდათ.

„მოლითის საჯარო სკოლის პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებებით დახუნძლული ყოფილიყოს ეს წელი თითოეული თქვენგანისათვის!“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203