გეჯეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნატალია სახოკიამ მესამეკლასელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
19-09-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მესამე კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ნატალია სახოკია სკოლაში საზეიმოდ შეხვდა. მოსწავლეებს სკოლაში ანიმატორები დახვდათ, რამაც საზეიმო განწყობა უფრო აამაღლა. 

პედაგოგმა მოსწავლეებს ფერადი ბუშტებით ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი და სახელმძღვანელოები დაახვედრა.

მონატრებული პედაგოგი და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ნატალია სახოკიამ მესამეკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203