ჩხიკვთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ახალ შენობაში საზეიმოდ განაახლეს
19-09-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში დაიწყეს. 

სკოლის ახალი შენობა, 15 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

სკოლის დირექცია მადლობას უცდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სკოლის ახალი შენობის აშენებასა და კეთილმოწყობაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში წელს ერთი უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„სკოლის დირექცია ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. უსურვებს წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს და უკრაინელ მოსწავლეს, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს ჩაირიცხა ჩვენი სკოლის მე-2 კლასში“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203