განთიადის საჯარო სკოლის დირექტორმა წარმატებული მოსწავლე რომან სურმანიძე სიგელით დააჯილდოვა
19-09-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დირექტორმა ლამარა კოხრეიძემ წარმატებული მოსწავლე სიგელით დააჯილდოვა. 

რომან სურმანიძეს სიგელი სწავლასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცა. ის ამჟამად მე-12 კლასშია და კვლავ აპირებს, რომ საკუთარი სკოლის სახელი წარმოაჩინოს. 

აღსანიშნავია, რომ ის აქტიური მოსწავლე, ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა სახის ტრენინგებში, აქტივობებსა და ღონისძიებებში. 

სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203