„ვუსურვებთ ბედნიერ, ნაყოფიერ სტუდენტობას“ - ნაესაკოვოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
19-09-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

თამარ ჭანტურია, ეთერ ბაღუშვილი და დავით მიმინოშვილი სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ.

„ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და ვუსურვებთ ბედნიერ, ნაყოფიერ სტუდენტობას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203