ეშტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
19-09-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკლოში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. 

ღონისძიება საქართველოს ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყო. დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება ყველას მიულოცა. პირველკლასელებს მანვე გადასცა კომპიუტერები. გარდა ამისა, 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეეები სიგეკლებით დააჯილდოვეს.

სიყვით გამოვიდნენ მასწავლებლები და მშობლებიც. მათ ერთმანეთს მიულოცეს. მოსწავლეებმა კი წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203