ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემო დაასუფთავეს
19-09-2022
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემო დაასუფთავეს. 

ისინი დასუფთავების საერთაშორისო აქციებს შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა სილაგაძის ხელმძღვანელობით, თავიანთი ქუჩა და უბანი მოაწესრიგეს. გარდა ამისა, მათ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი მდინარე ნოღელას, სოფლის მოსაცდელისა და გელა ჭედიას სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე შეაგროვეს. 

საერთო ჯამში 50კგ.- მდე ნარჩენი შეგროვდა, რომელიც შემდეგ ახლომდებარე ურნაში განათავსეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავს აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით მონაწილეობენ. 

„დასუფთავების აქცია უსაფრთხოების ზომების დაცვით ჩატარდა. მადლობა let' s Do it georgia - ს საჭირო მასალების მოწოდებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203