ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
მათ შორის ერთ-ერთი იყო დაწყებითი კლასის პედაგოგი, რომელმაც მოსწავლეები დიდი სიყვარულით მიიღო. ის პატარებს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„ჩემო პატარა მერცხლებო! გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი გაიზრდება კარგ ადამიანად, რომელიც დიდ წარმატებას მიაღწევს ცხოვრებაში. ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ, ჩემო პატარებო“,- წერს დაწყებითი კლასის მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები: