მოდეგამის საჯარო სკოლაში ერთადერთ პირველკლასელს დიდი სიხარულით შეხვდნენ
19-09-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლას წელს ერთი პირველკლასელი ჰყავთ, ის დიდი სიხარულით მიიღეს და კუთვნილი კომპიუტერი გადასცეს.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203