ქუთაისის N38 სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა, ქრისტინე ნიკოლეიშვილმა მოსწავლეებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო
19-09-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

პედაგოგები მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი 1-ელი კლასის დამრიგებელი ქრისტინე ნიკოლეიშვილი იყო. ის მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდა. 

მან, სწავლის დაწყებამდე, პირველკლასელებს სიურპრიზი მოუწყო, ბოტანიკურ ბაღში შეხვდა და გაიცნო. ადგილზე კი ზღაპრის გმირები დაახვედრა და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნა. 

აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებზე დადებითად აისახა, მათ სწავლა უდიდესი მოტივაციითა და შემართებით დაიწყეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203