რუსთავის N8 საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა
16-09-2022
აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის N8 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. 

სკოლაში მოსწავლეთათვის კომპიუტერული ლაბორატორიის სრული რეაბილიტაცია მოხდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა, მათ შორის სმარტ ტელევიზორით.

აღნიშნული სიახლე მოსწავლეთა სასწავლო გარემოზე დადებითად აისახება და ბავშვებს სწავლისადმი მეტი მოტივაცია გაუჩნდებათ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია, პედაგოგებთან ერთად, ბავშვების სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203