ხევის საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
16-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. ბავშვებს საკლასო ოთახები ფერადი ბუშტებით მორთული დახვდათ.

სკოლის დირექცია თანამშრომლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და ბედნიერ, ნაყოფიერ წელს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგის მთავარი საზრუნავი მოსწავლეთათვის საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203