სარგვეშის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
16-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს და ბავშვებს ფერადი ბუშტებით მორთული სკოლა დაახვედრეს.

სასკოლო საზოგადოებას დირექცია ულოცავს სწავლის დაწყებას და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, როგორც სარგვეშის საჯარო სკოლას ასევე ყველას, მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203