ცოდნის დღესასწაული ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში
16-09-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით განახლდა.

სკოლაში ცოდნის დღესასწაული განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. ერთმანეთს მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები დიდი სიხარულით შეხვდნენ.

დირექცია სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სწავლის დაწყებას.

„გილოცავთ ცოდნის დღესასწაულს. ყველა მოსწავლეს, მშობელს და განათლების სისტემის თანამშრომლებს გისურვებთ მომხიბვლელ მოგზაურობას ცოდნის სამყაროში.

ბედნიერი სასწავლო წელი! 15 სექტემბერი - უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, შეხვედრები კლასელებთან, მეგობრებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან“ - ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203