ზესტაფონის N4 სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ მიულოცა
16-09-2022
ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით განახლდა.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სწავლის პირველი დღე განსაკუთრებულად ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომელთაც საზეიმოდ ბუკები გადაეცათ.

დირექტორმა, ლელა კირკიტაძემ დირექციასთან ერთად სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა:

„უსაყვარლესო და ცოდნის მაძიებელო მოსწავლეებო, ჩვენო საიმედო მშობლებო, უნიჭიერესო და შემოქმედო მასწავლებლებო, სკოლის დირექცია გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას!

ახალი ცოდნის შეძენის, წარმატებების მიღწევისა და ყველა სიძნელის დაძლევის წელი დაგვდგომოდეს... მუდამ ღირსეულად გვევლოს ჩვენი სკოლის საკეთილდღეოდ... გვიყვარხართ ყველანი და გვეიმედებით“, - ვკითხულობთ დირექტორის, ლელა კირკიტაძის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203