„გილოცავთ, ცოდნის სამყაროში ფეხის შებიჯებას“- ნაგებერაოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელთათვის იყო.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლი წლის დაწყებას ულოცავს.

„დირექცია ულოცავს მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, ცოდნის სამყაროში ფეხის შებიჯებას და უსურვებს მათ წარმატებულ და ნაყოფიერ წელს“, - ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203