ბათუმის N20 საჯარო სკოლაში სწავლა 450-მა უკრაინელმა მოსწავლემ დაიწყო
16-09-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლა დაწყებითი კლასის 450-მა უკრაინელმა მოსწავლემ დაიწყო.
ისინი სასწავლო პროგრამას უკრაინის განათლების სამინისტროს პროგრამით გაივლიან და დამატებით მხოლოდ ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას ისწავლიან. პედაგოგებიც უკრაინის განათლების სამინისტრომ შეარჩია.
საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია WORLD VISION-მა უკრაინელ მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთები გადასცა. ორგანიზაცია ბავშვებსა და ოჯახებს მატერიალურთან ერთად ფსიქო-სოციალურ დახმარებასაც უწევს.
სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და ეროვნული ჰიმნი გააჟღერეს.