„არაჩვეულებრივი მერცხლები გვყავს“- სიქთარვის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საზეიმოდ დახვდნენ
16-09-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
წელს პირველ კლასში 14 მოსწავლე - 7 გოგონა და 7 ბიჭი ჩაირიცხა. მათ სკოლაში დიდი სიხარულით დახვდნენ. კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები დაურიგეს და საზეიმო განწყობა შეუქმნეს. მათთან შეხვედრას პედაგოგი ია კუტალაძე მოუთმენლად ელოდა.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი, პირველკლასელებს ულოცავენ.
„არაჩვეულებრივი მერცხლები გვყავს, ყოჩაღი, უსაყვარლესი ბავშვები. ბედნიერი დღეები გემრავლოთ, ჩემო პატარებო, თქვენს პირველ მასწავლებელთან, ია კუტალაძესთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს