ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებული საზეიმო ღონისძიებით განახლდა.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა, ენდი ნემსვერიძემ მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა.
საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა წარჩინებულმა მოსწავლეებმა აღმართეს, რამაც საზეიმო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს