ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო ოლიმპიადაში დიდ წარმატებას მიაღწიეს - სკოლას მადლობის სიგელი გადაეცა
16-09-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში წარმატებას მიაღწიეს.
მათ საჯარო სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს.
აღნიშნული ოლიმპიადის პირველი ტური გასული წლის დეკემბერში ჩატარდა. მასში მონაწილეობა სკოლის XI-XII კლასის 20 მოსწავლემ მიიღო. მეორე ტურში 6 მოსწავლე გადავიდა, სადაც საერთო რეიტინგის მიხედვით, ანანო დარახველიძე 29 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. მესამე ტურში, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გაიმართა, გადავიდა 5 მოსწავლე - ანანო დარახველიძე, ანა ქარქაშაძე, ლუკა ბოჭორიშვილი, ანი გოგიაშვილი და გიორგი არაბიძე.
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელი მიიღო როგორც სკოლამ, ასევე სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ნანა მაისურაძემ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს