ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო მიღებით განახლდა
16-09-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა.

სკოლაში მოსწავლეებს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მათ, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს. 

აღიმართა საქართველოს დროშა და სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203