გურიფულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ღონისძიებით განახლდა
16-09-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სკოლაში მონატრებულ მოსწავლეებსა და პირველკლასელებს შეეგებნენ. მათ სწავლის დაწყება მიულოცეს და სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.
 

„ჩემო ძვირფასებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მშობლებს, მოსწავლეებს, ჩვენს ძვირფას პედაგოგებს! ეს წელი ყოფილიყოს ყოველივე სიკეთის, გახარების, წარმატებების მომტანი თითოელი ჩვენთაგანისათვის! განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, პატარებს, რომლებიც დღეს, პირველად შემოაბიჯებენ სკოლის კარებს და ანი და ჰოეთი, შეუდგებიან ცოდნის მიღებას და იბრძოლებენ მომავალში მწვერვალების დასაპყრობად! მიყვარხართ“,- წერს პედაგოგი ნანა გვასალია. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203