ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა მოწესრიგებულ, სპეციალურად მათთვის საზეიმოდ მორთულ, გარემოში განაახლეს
16-09-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. სკოლის პირველკლასელებს საზეიმოდ ბუკები გადაეცათ.

დირექტორის, ნონა ნადარაიას და პედაგოგების შრომის შედეგად სკოლაში მისულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად გალამაზებული საკლასო ოთახები დახვდათ.

სკოლის დირექტორმა, მოსწავლეებს და თანამშრომლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203