ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება საზეიმოდ მიულოცა
16-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
დირექტორმა, დოდო ხაჩიძემ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. მშვიდობიანი და წარმატებული წელი ყოფილიყოს, პანდემიის, შეზღუდვების, ონლაინ სწავლის და ყველანაირი არასასიამოვნო ამბების გარეშე. წარმატებები ყველას“, - ვკითხულობთ დირექტორის, დოდო ხაჩიძის მილოცვაში.