დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
ახალი სასწავლო წლის აღსანიშნავად სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა, რომლებმაც მოსწავლეთა საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
სკოლა სრულიად საქართველოს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.
აქვე დავძენთ, რომ სკოლის ამაგდარი პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს