ქვენობნის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზეიმოდ შეხვდა
16-09-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა ახალ 2022-2023 სასწავლო წელს სრულად მომზადებული შეხვდა. მოწესრიგდა ინფრასტუქტურა და მოსწავლეები საზეიმო ვითარებაში მიიღეს.

პირველკლასელთათვის სწავლის დაწყების პირველი დღე მეტად ემოციური იყო, რადგან მათთვის სკოლის ზარი პირველად დაირეკა.

პედაგოგებმა პატარებს ცოდნის დღე მიულოცეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203