ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს
16-09-2022

რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.

ცოდნის ტაძარში განსაკუთრებულად დახვდნენ პირველკლასელებს და მათ ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ ყველას: პედაგოგს, მოსწავლეს, სტუდენტს და მშობელს, თითოეულ თქვენგანისთვის ყოფილიყოს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველ მერცხლები ვულოცავ რომლებმაც პირველად შემოდგეს ფეხი ცოდნის ტაძარში, რათა დაიპყრონ ცოდნის მწვერვალები. თქვენს ცხოვრებაში ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება და მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები გისურვოთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203