წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის დირექტორმა დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლის პირველ დღეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წაიყვანა
16-09-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ, 2022-2023 სასწავლო წელს საზეიმო განწყობით შეხვდნენ.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით პირველკლასელებმა საქართველოს დროშა აღმართეს. საზეიმო ღონისძიების შემდეგ მათ საჩუქრად გადაეცათ ბუკები. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლის დირექტორმა ,ნანა ნინიაშვილმა და დამრიგებლებმა ​ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წაიყვანეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი საინტერესოდ და მაღალი მოტივაციით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ყოველთვის ზრუნავენ და ამ მიზნით, სასწავლო პროცესის გახალისებას ცდილობენ, სწორედ ამის მაგალითია სასწავლო სეზონის საზეიმოდ გახსნაც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203