„მასწავლებლებს დიდი როლი გვაკისრია ერის განვითარებაში“- ქუთაისის N4 სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
16-09-2022
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო. სკოლის დირექტორი მაკა გუბელაძე პედაგოგებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს შესაქმნელად დაუღალავად ზრუნავს.

ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, დირექტორმა, მაკა გუბელაძემ პედაგოგებისთვის წერილი გაავრცელა, სადაც იგი მასწავლებლების ღვაწლს აღნიშნავს და წარმატებულ წელს უსურვებს.

„კოლეგებო განათლება ფასეული და საღი აზროვნების მქონე თაობის ჩამოყალიბების ქვაკუთხედია. მასწავლებლებს დიდი როლი გვაკისრია ერის განვითარებაში, ქვეყნის წინსვლისა და წარმატების წინაპირობაა ჩვენი მუხლჩაუხრელი შრომა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის განსხვავებულ ვითარებაში დაწყებას. გისურვებთ გამძლეობას, ოპტიმიზმს, ბევრ პოზიტივს! ვიყოთ სამოქალაქო საზოგადოების ჯანსაღი წარმომადგენლები, ქართული ეროვნულ - კულტურული ტრადიციების ღირსეული წარმომჩენები, წრფელები, წმინდა ადამიანური ღირსებებით შემკულნი! მალე გაიფრენს ეს დრო და ახალ, მშობლიურ სკოლაში ხალისით შევხვდებით ერთმანეთს ! გაგვმარჯვებინოს მუდამ!“, - ვკითხულობთ დირექტორის, მაკა გუბელაძის წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203