კოტიანეთის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლეებითა და საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებითა და მეტად სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო.

სკოლის პირველკლასელებმა პორტაბელური კომპიუტერები საჩუქრად მიიღეს, ხოლო ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოების სრული პაკეტი გადაეცა.

ინგლისური ენის პედაგოგმა, მაია კანკავამ მენტორი მასწავლებლების გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართულო-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ინგა ქარდვამ, საკრებულოს წევრებმა: საბა ოდიშარიამ, ლევან უჩანეიშვილმა, ლევან ჯინორიამ, მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დარეჯან ზარანდიამ.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის.

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.

ინგლისური ენის პედაგოგს, მაია კანკავას ვულოცავთ მენტორი მასწავლებლის სტატუსის, გამოცდების წარმატებით ჩაბარებას“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203