ქუთაისის N33 სკოლის დირექტორმა საზეიმო ღონისძიებაზე გასული სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები და წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა
16-09-2022
ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

სკოლის დირექტორმა, მარინა ისკაკოვამ გასული წლის წარჩინებული მოსწავლეები და წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. პირველკლასელებს სახელმძღვანელოები და კომპიუტერები გადაეცათ.

საზეიმო ღონისძიება საქართვლოს ჰიმნის თანხლებითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით დასრულდა.

„წარმატებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი. დიდი მონდომებით და შემართებით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს!

ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ წელს გისურვებთ, ჩვენო პედაგოგებო, მოსწავლეებო და მშობლებო!ვიწყებთ თქვენი თანადგომით და ჩვენი უდიდესი სიყვარულით სკოლის და ცოდნის მიმართ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203