გორისის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და საზეიმო განწყობით შეაღეს
16-09-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექცია გულმხურვალედ მიესალმა მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს. ლელა სამხარაძემ კურსდამთავრებულთა წარმატებების შესახებ ისაუბრა და მათ სტუდენტობა მიულოცა.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს მეთორმეტე და პირველი კლასის მოსწავლეებმა ერთად აღმართეს, გაჟღერდა სახელმწიფო ჰიმნიც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს