გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ აღნიშნეს
16-09-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს. დირექტორმა მათ სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პირველი კლასის მოსწავლეებისკოლაში ბაღის მასწავლებელმა - მარეხი კვიჟინაძემ მიიყვანა. მათაც სხვადასხვა დასამახსოვრებელი ნომერი შეასრულეს.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს