„გვჯერა თქვენი და გვწამს, ერთად შევქმნით წარმატებულ მომავალს“-თბილისის N89 სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
16-09-2022
თბილისის N89 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო.
მოსწავლეებისთვის პედაგოგებმა საკლასო ოთახები განსაკუთრებულად გააფორმეს. ბავშვებს კლასში ლამაზად დაწყობილი სახელმძღვანელოებიც დაახვედრეს და სასწავლო პროცესისთვის განეწყვნენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს. ჩვენ გვჯერა თქვენი და გვწამს ერთად შევქმნით წარმატებულ მომავალს. ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ დირექცია და პედაგოგები ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან გარემოს სთავაზობენ. თითოეული მასწავლებლის მთავარი ამოსავალი წერტილია ბავშვებს სათანადო განათლება მისცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს