ენაგეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყეს
16-09-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლაში განსაკუთრებული სიხარულით პირველკლასელები მიიღეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ. 

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.

დირექცია საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს.

„ვულოცავთ სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებლებს და მშობლებს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით კი პირველკლასელებს. საინტერესო, ხალისიან და შემეცნებით პირველ სასწავლო წელს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203