თბილისის N191 საჯარო სკოლაში მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
16-09-2022
თბილისის N191 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო.
სკოლაში მისულ მოსწავლეებსა პედაგოგებისა და დირექციის ერთობლივი ძალისხმევით ფერადი ბუშტებით გალამაზებული გარემო დახვდათ, რამაც საზეიმო განწყობა მეტად აამაღლა. ბავშვებს პედაგოგებმა მერხებზე ლამაზად დალაგებული სახელმძღვანელოები დაახვედრეს.
„სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მშვიდობიანი, საინტერესო, შინაარსიანი, პოზიტიური, წარმატებული დღეებით დატვირთულ სასწავლო წელს გისურვებთ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლის თითოეული პედაგოგი მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს