მახალაკიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება აღნიშნეს - ორ პირველკლასელს ბუკები საზეიმოდ გადაეცა
16-09-2022
​ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის კარი წელს ორმა პირველმა კლასელმა შეაღო, რომელთაც ბუკები გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა, ზურაბ დარჩიძემ და სასწავლო ნაწილმა, ბადრი მახარაძემ მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს. ღონისძიებაზე სიტყვით თავად მოსწავლეებიც გამოვიდნენ და ერთმანეთსა თუ პედაგოგებს წარმატებული წელი უსურვეს.

„წარმატებული და ნაყოფიერი წელი ვუსურვეთ ჩვენს პატარებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203