ლასურიაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა საზეიმო მიღებით განახლდა
16-09-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძებით განახლდა. 

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სიმღერები შეასრულეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონდომებით ჩაერთნენ. 

სკოლის დირექტორმა მარინა ბრეგვაძემ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებები უსურვა.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს.თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203