კვიახიძეების საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო.
სკოლაში სასწავლო წლის პირველი დღე, მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, დიდი სიხარულითა და ემოციით აღნიშნეს.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნის ფონზე, დროშის აღმართვით დაიწყო. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს.
სკოლის დირექტორმა, თამაზ დიასამიძემ, პედაგოგებმა და მშობლებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია და თითოეული პედაგოგი მოსწავლეთა განათლებაზე მუდამ დაუღალავად ზრუნავს და ბავშვებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოს ქმნიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს