თბილისის N129 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნეს
16-09-2022

თბილისის N129 საჯარო სკოლაში ახალი, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზული ღონისძიებით აღნიშნეს. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო და სწავლის პირველი დღე ნამდვილ დღესასწაულად უქცია. 

არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული სკოლა დახვდათ, მათ ძალიან კარგად იციან რომ მათი სკოლაში დაბრუნება პედაგოგებს ახარებთ და ამიტომ სკოლისკენ თავადაც მიუჩქარიათ. 

პირველკლასელებს კი სკოლაში მისვლა ზღაპრის გმირებმა მიულოცეს და პირველი დღის მღელვარება სრულიად გადაავიწყეს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებენ. 

„თბილისის N129 საჯარო სკოლა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელიწადს.

განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს. გისურვებთ მონდომებას, სიბეჯითეს, გამძლეობას, ცოდნის შეძენის წყურვილსა და მრავალ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203