ნარდევანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
16-09-2022
15 სექტემბერს, 2022-2023 სასწავლო წელი დაიწყო. წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, სწავლის დაწყება განსაკუთრებულად აღნიშნეს.

სკოლაში მრავალფეროვანი ზეიმი გაიმართა. სკოლის კარი წელს ოცდაერთმა პირველკლასელმა შეაღო, რომელთაც ახალი სახელმძღვანელოები და ბუკები გადაეცათ.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.

პატარა მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებიც მათ სწავლა - განათლებაზე დაუღალავად ზრუნავენ ყვავილები მიართვეს და მათდამი პატივისცემა გამოხატეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო გარემოა შექმნილია. პედაგოგები და დირექცია მოსწავლეების განათლებაზე მუდამ ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203