დოლოგნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
16-09-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლაში განსაკუთრებულად დახვდნენ პირველკლასელებს. მასწავლებლებმა მოსწავლეების ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და საკლასო ოთახები შესაბამისად მოაწყვეს და მოკაზმეს.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო, წარჩინებულმა მოსწავლეებმა აღმართეს სახელმწიფო დროშა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი შემართებითა და ხალისით დაიწყეს.

„განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავდნენ პირველკლასელები: წაიკითხეს ლექსები, მიიღეს მილოცვები, მათ ახარებთ, რომ იწყებენ ცხოვრების ახალ ეტაპს და ფეხი შეაბიჯეს ცოდნის სასახლეში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა.დოლოგნის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203