რუფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 15 სექტემბერს სრულად რეაბილიტირებულ შენობაში შეაბიჯეს
15-09-2022
15 სექტემბერს სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით, დასწრებით რეჟიმში განახლდა; განათლების სამინისტრომ, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგულაციები შეამსუბუქა და სკოლის შენობები უსაყვარლესი მოსწავლეების ჟრიამულმა გააყრუა.

ემოციურად, საზეიმო ღონისძიებით შეეგება თერჯოლის მუნიციპალიტეტის, რუფოთის საჯარო სკოლა მონატრებულ მოსწავლეებს; განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ ბავშვები 2022-2023 სასწავლო წელს სრულად რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდნენ და ახლა უკვე უდიდესი ენთუზიაზმითა თუ სიხარულით იმოგზაურებენ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში.

რუფოთის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება კი, დირექციასთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203